თხრის სიღრმე

7230 მმ

წონა

27750 კგ

ციცხვის მოცულობა

1.46 მ³

Ძრავის ძალა

140 კვტ

  • Isuzu 4HK ძრავა გაზრდილი მაბრუნებელი მომენტით, რომელსაც შეუძლია განავითაროს სიმძლავრე 147 კვტ-მდე. ძრავა აკმაყოფილებს Stage 3b და Tier 4i სტანდარტების მოთხოვნებს და გააჩნია სტაბილური მახასიათებლები ბრუნის მთელ დიაპაზონში.
     
  • მნიშვნელოვანი ამგლეჯი ძალა ჩამჩაზე (192 კნ), რაც უზრუნველყოფს პროდუქტიულობის 15%-ით ზრდას კონკურენტი ბრენდების მიერ წარმოებულ ტექნიკასთან შედარებით. როდესაც ჰიდრავლიკური სისტემა უმოქმედოა, ავტომატიკას დამოუკიდებლად გადაყავს მანქანა უქმი სვლის რეჟიმში.
     
  • გაუმჯობესებული მართვა. JCB JS260 მუხლუხა ექსკავატორების სპეციალურ ელექტრონულ სისტემას გააჩნია მუშაობის ოთხი რეჟიმი, რაც ოპერატორს საშუალებას აძლევს შეარჩიოს ოპტიმალური პარამეტრები დაკისრებული ამოცანის მიხედვით.
     
  • მოვლის სიმარტივე. მოწყობილობას აქვს გაფართოებული მომსახურების ინტერვალები (ისარი და სახელური საჭიროებს შეზეთვას მუშაობის ყოველ 1000 საათში, ხოლო ზეთის ექსპლუატაციის ვადა 5000 საათს აღწევს). JCB JS260 მუხლუხა ექსკავატორებს აქვთ ცენტრალიზებული შეზეთვის წერტილები და ყველა ფილტრი განლაგებულია მაქსიმალური ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...