თხრის სიღრმე

7230 მმ

წონა

25200 კგ

ციცხვის მოცულობა

1.46 მ³

Ძრავის ძალა

129 კვტ

  • მაღალი გამძლეობა, დადასტურებული მრავალრიცხოვანი ტესტით და უწყვეტი მუშაობით მძიმე პირობებში. JCB JS240 მუხლუხა ექსკავატორის სახელურები და ისრები გამყარებულია და დამზადებულია განსაკუთრებით მტკიცე ფოლადისგან. შიდა ტიხრების გამოყენება მთლიანი ლითონისგან დამზადებულ ქვედა ფირფიტასთან ერთად, გამორიცხავს სტრუქტურული ელემენტების დეფორმაციას. ექსკავატორის ჩარჩო წარმოადგენს X- ფორმის კონსტრუქციას ძლიერი შედუღებული ნაკერებით.
     
  • ეფექტური მუშაობა ნებისმიერ რეჟიმში. გაზრდილი ამგლეჯი ძალა (15%-მდე ჩამჩაზე და 39%-მდე ისარზე კონკურენტების მიერ წარმოებულ ანალოგიური კლასის ექსკავატორებთან შედარებით) უზრუნველყოფს მომატებულ პროდუქტიულობას ერთმანეთისგან განსხვავებული სამუშაოების შესრულებისას. ელექტრონული სისტემა, რომელიც აკონტროლებს ჰიდრავლიკას, უზრუნველყოფს რამდენიმე რეჟიმს, რომლებსაც ოპერატორი ხელით ირჩევს სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე. ჰიდრავლიკური სისტემა ავტომატურად გადადის უმოქმედო მდგომარეობაში, უქმი სვლის რეჟიმის დროს.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...