თხრის სიღრმე

6020 მმ

წონა

13661 კგ

ციცხვის მოცულობა

0.80 მ³

Ძრავის ძალა

74 კვტ

  • ახალი საფირმო ძრავა: JCB EcoMAX Stage 3  / Tier 4i;
     
  • მაღალი სიმძლავრე და მაბრუნებელი მომენტი დაბალ ბრუნვაზე;
     
  • 10% საწვავის ეკონომია;
     
  • უნივერსალურობა დასამაგრებელი აღჭურვილობის ფართო არჩევანის წყალობით;
     
  • მართვის ინტელექტუალური, ინტუიციური სისტემა;
     
  • გადახურებისაგან დაცვის სისტემა;
     
  • მოცემულ კლსში საუკეთესო მახასიათებლები აწევის ოპერაციების დროს;
     
  • შემინვის დიდი ფართობი უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას, დიდი, გასაღები ფანჯრები უზრუნველყოფს შესანიშნავ ვენტილაციას;
     
  • ბრეკერით მართვის სისტემა ამცირებს ოპერატორის, ჩამჩის და ისრის რყევას ექსკავატორის მუშაობის დროს;
     
  • მცირე უკანა განშლა და მაღალი ჩატვირთვა ბორტებს ზემოთ ნიშნავს, რომ მოდელი შესანიშნავია მაღალბორტიან სატვირთო ავტომობილების დასატვირთად შეზღუდულ ტერიტორიაზე;
     
  • სანთლები წინასწარი ავტომატური გამათბობლით საშუალებას გაძლევთ პირველივე ჯერზე დაქოქოთ ძრავა ნებისმიერ ამინდში. ცხელ და მტვრიან პირობებში მუშაობისთვის, დიდი, ღია მატრიცის რადიატორი აღჭურვილია წვრილუჯრედიანი დამცავი ბადით.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...