თხრის სიღრმე

6510 მმ

წონა

9810 კგ

ციცხვის მოცულობა

1.30 მ³

ძრავი

88 კვტ

  • ძრავა JCB DIESELMAX (სიმძლავრე 118 ლ/წ (88 კვ))  წარმოადგენს ყველაზე მძლავრ ძრავას, რაც კი ოდესმე ყოფილა დამონტაჟებული JCB-ს ექსკავატორ-სატვირთველებზე.
     
  • მომატებული ხახუნის დიფერენციალები აუმჯობესებს თვლების ზედაპირთან მოჭიდებას და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ეფექტურ მოხმარებას. დაბალი გადამცემი რიცხვები 1 და 2 გადაცემისა უზრუნველყოფს ბიძგის შთამბეჭდავ ძალას.
     
  • დიდი ჩამჩა მოცულობით 1,3 კუბომეტრი და მაღალი ამგლეჯი ძალა ჩამჩაზე, რომელიც უდრის 6590 კგ/წ, უზრუნვეყოფს მასალების სწრაფ გადატვირთვას. თხრის სიღრმე (6,51 მ)  - ყველაზე მაღალია JCB-ს  ყველა სხვა ექსკავატორ-სატვირთველს შორის. 
     
  • ოთხივე თვლის საჭით მართვა უზრუნველყოფს შესანიშნავ მანევრულობას სამშენებლო მოედანზე. 

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...