როდესაც სადენები მოხსნილია და ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია, მანქანა JCB 4CX POLEMASTER+ პირველი დაიწყებს მუშაობას. ერთი მანქანა უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტას საჰაერო ხაზების ბოძების შეცვლისთვის. გლობალური ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების ზრდას. ბოძების დაყენების ყველაზე სპეციალიზირებული გადაწყვეტები სამუშაოების ერთი სახით შემოიფარგლება.
JCB Polemaster+ წარმოადგენს სპეციალურად შემუშავებულ გადაწყვეტას ორი მანქანის შეცვლისთვის. ავტონომიურობა (არ მოითხოვს დამატებით ტრანსპორტს). ყველა ინსტრუმენტის ტრანსპორტირება მანქანასთან ერთად ხდება.
JCB Polemaster+ იდეალურია, როდესაც აუცილებელია ხარჯების და გრუნტის დაზიანების ხარისხის შემცირება, წარმადობის გაზრდა, და ზუსტი მართვის უზრუნველყოფა ძაბვის ქვეშ მყოფ ობიექტებთან ახლოს.
JCB-ის ისტორია
JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.
ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი
ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.
750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი
2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
Your request has been sent successfully, we will call back soon.დაფიქსირდა შეცდომა, მოგვიანებით სცადეთგთხოვთ მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.