როგორც JCB-ს მოდელების უმრავლესობა, მანქანა 3CX POTHOLE MASTER გამოირჩევა გაცილებით უფრო ფართო შესაძლებლობებით თავის ძირითად ფუნქციებთან შედარებით. გზების რემონტისთვის სპეციალიზირებული გადაწყვეტის გარდა, მყიდველი იღებს მაღალ წარმადობის მანქანას სხვადასხვა გამოყენების სფეროსთვის.
მანქანა POTHOLE MASTER შექმნილია JCB 3CX ECO მოდელის საფუძველზე . შესაბამისად, იგი დაუჯერებლად უნივერსალურია, განსაკუთრებით ხელის მექანიკური ინსტრუმენტის ჩამრთველი კონტურის და ოპციების ფართო ჩამონათვალის წყალობით. რადგანაც გზის რემონტის საჭიროება შესაძლოა წარმოიქმნას ნებისმიერ ადგილას, მანქანა JCB 3CX POTHOLE MASTER შემუშავებულია იმისთვის, რომ დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ გადაადგილდეს სამუშაო მოედნიდან მოედანზე. მისი ტრანსპორტირება არ მოითხოვს ცალკე აღებულ სატვირთო ავტომობილებს; ამიტომ, შესაძლებელია მანქანის სწრაფი და მარტივი გადაადგილება და სამუშაოდ მომზადება ნებისმიერ ადგილზე.
JCB-ის ისტორია
JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.
ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი
ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.
750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი
2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
Your request has been sent successfully, we will call back soon.დაფიქსირდა შეცდომა, მოგვიანებით სცადეთგთხოვთ მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.