კომპანია JCB აღნიშნავს მნიშვნელოვან ეტაპს მისი ჯილდოს მფლობელი ძრავისთვის.

კომპანიის მიერ წარმოებული 750 000-ე ძრავა სულ ახლახან გადმოვიდა კონვეიერის აწყობის ხაზიდან JCB Power Systems-ის დერბიშირის ქარხანაში, სადაც წარმოება პირველად 2004 წელს დაიწყო.

2011 წელს კომპანიამ ასევე დაიწყო ძრავების წარმოება ინდოეთში, რაც დაეხმარა JCB-ს ამ შთამბეჭდავი მაჩვენებლის მიღწევაში. 

„750 000 ძრავა საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია, თუ გავითვალისწინებთ, რომ წარმოება მხოლოდ 17 წლის წინ დავიწყეთ. ამ დროის განმავლობაში ბევრ რამეს მივაღწეთ ჩვენი ძრავებით, მათ შორის სიჩქარის ორი მსოფლიო რეკორდიც კი დავამყარეთ. ახალი წყალბადის ძრავის შემუშავების შემდეგ, ჩვენ უამრავი საინტერესო რამ გველოდება წინ, ხოლო ჩვენი ძრავების ბიზნესის მომავალი ძალიან ნათელ ფერებში გამოიყურება.“

ლორდ ბემფორდი, JCB-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

750,000 ძრავიდან ნახევარზე მეტი იწარმოებოდა JCB Power Systems-ის ქარხანაში, რომელიც აწარმოებს ძრავებს 55-დან 212 კვტ-მდე. ძრავები გამოიყენება JCB პროდუქციის კვების წყაროდ, ისევე როგორც მომხმარებლებისთვის, რომლებიც აწარმოებენ ისეთ მრავალფეროვან ტექნიკას, როგორიც არის გზის გამწმენდები, სამსხვრევ-დამხარისხებელი დანადგარები  და სატვირთო ბარჟები.

ამჟამად, ქარხანა JCB Delhi  ინდოეთში აწარმოებს დაახლოებით 48 ძრავის ვარიანტს ინდოეთის ბაზრისთვის და ექსპორტისთვის.

ბოლო 17 წლის განმავლობაში, ძრავების წარმოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებს შორის უნდა აღინიშნოს JCB Power Systems-ის მიერ 2016 წელის მოპოვებული სამეფო ჯილდო საერთაშორისო ვაჭრობის კატეგორიაში მესამე მხარეზე გაყიდვებში 325%-იანი ზრდისთვის. 

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...