თხრის სიღრმე

6700 მმ

წონა

21904 კგ

ციცხვის მოცულობა

1.19 მ³

Ძრავის ძალა

129 კვტ

  • ექსკავატორების აღჭურვა საიმედო და მაღალი წარმადობის 129 კვტ Dieselmax-ის ძრავებით. ეს შიგაწვის ძრავები აერთიანებს გაზრდილ მაბრუნებელ მომენტს მთელი ბრუნის დიაპაზონში და საწვავის ეფექტურობას. JCB JS 220 მუხლუხა ექსკავატორის ძრავები აკმაყოფილებს Tier-2 დონის ემისიის სტანდარტებს და არის დაახლოებით 11%-ით უფრო ეკონომიური ვიდრე წინა თაობის მანქანები.
     
  • ეფექტური მუშაობა ნებისმიერ რეჟიმში. ჩამჩაზე განვითარებული ძალა აღწევს 155 კნ-ს, რაც შესაძლებელს ხდის რთული ოპერაციების შესრულებას გრუნტის და სხვადასხვა ნაყარი გარემოს ამოღების და ტრანსპორტირების დროს. JCB JS 220-ის ჰიდრავლიკურ სისტემას მუშაობის რამდენიმე რეჟიმი გააჩნია, რომელთა შორის გადართვა ხელით ხორციელდება.
     
  • საიმედო კონსტრუქცია. სიმტკიცის აუცილებელი დონე მიღწეული იქნა ჯვარედინი ფორმის ჩარჩოს გამოყენებით, რომელიც კარგად ეწინააღმდეგება მრავალმიმართულებიან მღუნავ დატვირთვას. საბრუნი კოშკი მიმაგრებულია სავალი ნაწილის ორივე სიბრტყეზე, რაც უზრუნველყოფს მაღალ სიმტკიცეს; უსაფრთხოება და კომფორტული სამუშაო პირობები. JCB JS 220 მუხლუხა ექსკავატორების კაბინა ხმაურისგან იზოლირებულია და ფიქსირდება სპეციალურ ვისკოზა-რეზინის ვიბრაციის მშთანთქავ დამჭერებზე. მართვის ღილაკების ერგონომიკული განლაგება უზრუნველყოფს მანქანის ზუსტ მართვას ნებისმიერი სირთულის სამუშაოს შესრულებისას.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...