თხრის სიღრმე

6400 მმ

წონა

22809 კგ

ციცხვის მოცულობა

1.19 მ³

Ძრავის ძალა

129 კვტ

  • ეფექტური და მაღალრესურსიანი Dieselmax-ის ძრავები. ყველა ძრავა ხასიათდება გაზრდილი მაბრუნებელი მომენტით ბრუნვის ქვედა დიაპაზონში, რაც უზრუნველყოფს სტარტს მინიმალური სიჩქარიდან. ყველა JCB JS200W ძრავა შეესაბამება Tier 3 ეკოლოგიური სტანდარტის მოთხოვნებს.
     
  • სტრუქტურული სიმტკიცე. ყველა დანადგარი, რომელიც განიცდის უდიდეს დატვირთვებს სპეცტექნიკის მუშაობის დროს, დამზადებულია მაღალი სიმტკიცის ფურცლის ფოლადისგან. სავალი ნაწილის კოლოფის ტიპის კონსტრუქცია ძალიან სტაბილურია, რაც JS200W სერიის ექსკვატორებს პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის გრუნტზე მუშაობის საშუალებას აძლევს. მანქანის კარები გამყარებულია. მოძრავი კოშკი შედუღებით არის დამაგრებული ნაწილის ორივე სიბრტყეზე.
     
  • გაზრდილი წარმადობა; მთლიანი ტექნიკა აღჭურვილია მოსახსნელი კონსტრუქციის კარეტებით, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად შეცვალოთ დასამაგრებელი-ასაკიდი არჭურვილობა. მანქანების ჰიდრავლიკური სისტემა განეკუთვნება რეგენერაციულ ტიპს და საშუალებას აძლევს ზეთს ცილინდრების გვერდის ავლით მოახდინოს ცირკულირება, რაც ამცირებს საწვავის მოხმარებას. გაუმჯობესებული ჰიდრავლიკის წყალობით, მანქანას შეუძლია განავითაროს მნიშვნელოვანი ამგლეჯი ძალა ჩამჩაზე (128 კვტ-მდე).

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...