გაძლიერებული ისარი და ჩამჩის მთლიანი კონსტრუქცია მაღალი გამძლეობის ფოლადისგან არის დამზადებული; მომატებული გამძლეობის უზრუნველყოფის მიზნით, დამატებულია აქვს მთლიანი გამაძლიერებელი ფირფიტები და შიდა, ცვეთის საწინააღმდეგო ფირფიტები.
ჩაკეტილი, კოლოფა პროფილის საბრუნი ჩარჩო ხელს უწყობს სიმტკიცეს და ამავდროულად ამცირებს დატვირთვას.
ეს ასევე ნიშნავს, რომ მთლიანი კონსტრუქცია გამოირჩევა მაღალი მდგრადობით დარტყმის და შეჯახების მიმართ.
JCB-ის ისტორია
JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.
ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი
ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.
750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი
2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
Your request has been sent successfully, we will call back soon.დაფიქსირდა შეცდომა, მოგვიანებით სცადეთგთხოვთ მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.