თხრის სიღრმე

6280 მმ

წონა

17538 კგ

ციცხვის მოცულობა

0.85 მ³

Ძრავის ძალა

97 კვტ

  • კომფორტული, ადვილად რეგულირებადი მართვის ღილაკები ზრდის ოპერატორის კომფორტს და პროდუქტიულობას. ჯოისტიკზე განთავსებული, სიმძლავრის ხანმოკლე გაზრდის რეჟიმის ჩამრთველი ღილაკი საშუალებას იძლევა სწრაფად გაზარდოთ JS 160-ის ჰიდრავლიკური სიმძლავრე.
     
  • JS160 / 180/190 სატვირთველებზე შეიძლება დამონტაჟდეს გვერდითი და უკანა ხედვის სარკეების სრული კომპლექტი ყოვლისმომცველი ხილვადობისა და უსაფრთხოებისთვის.
     
  • JS160 ექსკავატორების აწყობისას, გამოყენებულია  დარგში არსებული საუკეთესო კომპონენტები, მათ შორის მუხლუხოების ამძრავი Berco-ს სისტემა, Kawasaki-ის ტუმბოები, Kayaba-ს ჰიდროგამანაწილებლები და DIESELMAX-ის ძრავები.
     
  • ექსკავატორ JS160-ის გაძლიერებული ისარი და სახელური დამზადებულია მაღალი სიმტკიცის ფოლადისგან, ხოლო ისრის მთლიანი ქვედა ფირფიტა და შიდა ტიხრები უზრუნველყოფს მანქანის გრძელვადიან გამოყენებას.
     
  • JCB JS160-ზე შეზეთვის წერტილები განლაგებულია ერთ ადგილას მარტივი და უსაფრთხო წვდომისთვის.
     
  • JS160 არის მრავალმხრივი მანქანა, მისამაგრებელი ასაკიდი აღჭურვილობის ფართო სპექტრით, რომელიც სხვადასხვა ამოცანების შესრულების საშუალებას იძლევა. 

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...