თხრის სიღრმე

6020 მმ

წონა

14261 კგ

ციცხვის მოცულობა

0.80 მ³

Ძრავის ძალა

74 კვტ

  • გამძლეობა და საიმედოობა JCB JS115 / 130/145 მანქანების განუყოფელი მახასიათებლებია.
     
  • საწვავის დაზოგვის მიზნით, JCB-ის უქმე სვლის რეჟიმში ავტომატური გადასვლის ფუნქცია ამცირებს ძრავის ბრუნვათა რიცხვს, როდესაც ჰიდრავლიკური სისტემა არ გამოიყენება. საწვავის ეფექტურობის შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნით, მოდელები JS115 / 130/145 აღჭურვილია მოწინავე ჰიდრავლიკური ტექნოლოგიებით, მათ შორის ჰიდრავლიკური ტუმბოს ოპტიმიზებული დარეგულირება, სარქვლის მკვეთარას მოწინავე კონსტრუქცია, და ელექტრონული კონტროლის უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა.
     
  • კომფორტული, ადვილად და მდოვრედ რეგულირებადი მართვის ბერკეტები ზრდის ოპერატორის კომფორტს და პროდუქტიულობას. ჯოისტიკზე განთავსებული, სიმძლავრის ხანმოკლე გაზრდის რეჟიმის ჩამრთველი ღილაკი  საშუალებას იძლევა სწრაფად გაზარდოთ JS 145-ის ჰიდრავლიკური სიმძლავრე. კაბინა და მართვის ბერკეტები დამოუკიდებლად რეგულირდება, რაც აადვილებს ოპტიმალური სამუშაო პოზიციის შერჩევას.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...