მაქს. ჩაწვდომის სიღრმე

4531 მმ

წონა

8600 კგ

ძრავის სიმძლავრე

48 კვტ

  • მაღალი წარმადობის და მომსახურებაში იოლი ძრავები Kohler. აკუმულატორული საწვავი სისტემის  ტურბოკომპრესორთან და ინტერკულერთან გამოყენების წყალობით შესაძლებელი გახდა ოპტიმალური ეფექტურობის მიღწევა  მთელ სამუშაო დიაპაზონში. ძრავები ანვითარებენ პიკურ სიმძლავრეს  (48 კვ), როდესაც ტრიალის სიჩქარისეა 2200 ბრუნი წუთში.  მაბრუნებელი მომენტის მრუდი იმგვარად არის ოპტიმიზირებული, რომ უზრუნველყოფს საკმარის წევას ნებისმიერი სიჩქარით და დატვირთვით მოძრაობისას. მინი-ექსკავატორების JCB 86C-1 ძრავები აკმაყოფილებენ ეკოლოგიური სტანდარტების Stage IIIB და Tier 4-ს მოთხოვნებს.
     
  • ეფექტურობა. JCB 85Z-1 სერიის მანქანებთან შედარებით, ექსკავატორ-სატვირთველებს რამდენადმე მეტი თხრის სიღრმე, მომატებული სტაბილურობა და აგლეჯის ძალა გააჩნიათ. ორივე მოდელის ტექნიკაში გამოიყენება გაუმჯობესებული ჰიდრავლიკური ტუმბოები, რომლებსაც შესწევთ უნარი უზრუნველყონ საკმარისი წნევა მაგისტრალზე ნებისმიერი რეჟიმის დროს. შესაძლებელია ექსკავატორ-სატვირთველების დამატებითი აღჭურვა ასაკიდი მოწყობილობით, და ასევე,  რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ჩამჩის ნიჩბებით.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...