მაქს. ჩაწვდომის სიღრმე

3715 მმ

წონა

8300 კგ

ძრავის სიმძლავრე

48 კვტ

  • საიმედო და მაღალი წარმადობის ძრავა. მანქანები აღჭურვილია Kohler-ის (აშშ) ძრავებით, აკუმულატორული საწვავი სისტემით და მოთხოვნებთან შესაბამისი Stage IIIB/Tier 4. ძრავის სიმძლავრე წუთში  2200 ბრუნვისას შეადგენს 48 კვ.  ბრუნვის მომენტი : 300 N.m. აგრეგატების მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს მომსახურების კუთხით რთული  ჭვარტლის ფილტრის არყოფნა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა არა მხოლოდ გაგვემარტივებინა მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოები, არამედ გაგვეზარდა კიდეც საწვავის ეკონომიურობა. 
     
  • მაღალი ეფექტურობა ნებისმიერი რეჟიმის დროს. ჰიდრავლიკური ტუმბოს და სარქველის მექანიზმის დახვეწილმა კონსტრუქციამ უზრუნველყო დანადგარის რბილი და კარგად პროგნოზირებადი სამუშაო რამდენიმე ინსტრუმენტის ერთდროულად გამოყენების დროსაც კი. მინი-ექსკავატორებმა JCB 85Z-1 მიიღეს გაუმჯობესებული წინა ჩამჩები ნებისმიერი სიმკვრივის გრუნტის უფრო ზუსტი და ხარისხიანი ამოღებისთვის. შესაძლებელია ჩამჩის დაკომპლექტება სხვადასხვა პროფილის მოსახსნელი ნიჩბებით.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...