ტვირთამწეობა

4000 კგ

სიმაღლეზე აწევა

13800 მმ

წონა (ჩანგლების გარეშე)

11090 კგ

  • მნიშვნელოვანი მდგრადობა და საიმედოობა. სატვირთველის მთლიანად შედუღებული მონოლითური სავალი ნაწილი უზრუნველყოფს სტაბილურობას მაქსიმალური დატვირთვით მართვისას. U-ფორმის მყარი კონსტრუქციის ტვირთამწე ისარი მოიცავს მთლიან თავაკს და მყარ საყრდენ ფირფიტას, რაც გულისხმობს გადაბმების უფრო მცირე რაოდენობას. JCB 540-140 ტელესკოპური სატვირთველის ჰიდრავლიკური სისტემის ყველა მოქნილი შლანგი განთავსებულია ისრის შიგნით და დამზადებულია გამძლე და გრძელვადიანი გამოყენების მასალებისგან.
     
  • ეფექტური მუშაობა. ტელესკოპური სატვირთველები აღჭურვილია მაღალი –რესურსის მქონე დიზელის ძრავებით 63 კვტ სიმძლავრით, რომლებიც დაწყვილებულია ჰიდროსტატიკურ ტრანსმისიასთან. Dieselmax-ის შიდა წვის ძრავის მთავარი მახასიათებელია მაბრუნებელი მომენტის ოპტიმიზებული მრუდი, რომელიც ზრდის ძრავის ეფექტურობას დაბალ ბრუნზე. გადაცემათა კოლოფი ოპერატორს შეუძლია მთლიანად გამორთოს  - ეს რეჟიმი გამოიყენება მაშინ, როდესაც აუცილებელია ძრავის მთელი სიმძლავრის ჰიდრავლიკურ სისტემაში გადატანა.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...