ტვირთამწეობა

2700 კგ

სიმაღლეზე აწევა

5800 მმ

წონა (ჩანგლების გარეშე)

5900 კგ

  • გაძლიერებული კონსტრუქცია. სატვირთველი აღჭურვილია მძლავრი და მსუბუქი მონოლითური სავალი ნაწილით, დაცული ძირით. სტანდარტულ აღჭურვილობაში ასევე შედის კაბინისა და ფარების დაცვა. U-ფორმის ტვირთამწე ისარის კონსტრუქცია მაქსიმალურად ამცირებს გადაბმების და სხვა შესუსტებული მონაკვეთების რაოდენობას. ყველა ჰიდრავლიკური შლანგი მოთავსებულია ისრის შიგნით და დამზადებულია მასალებისგან, რომლებიც მდგრადია სითბოს, ტენიანობის, აბრაზიული და კოროზიული ქიმიკატების მიმართ. JCB 527-58 ტელესკოპური სატვირთველების  ძრავა და გადაცემათა კოლოფი შემოწმებულია გამძლეობაზე, გაფართოებულია მათი ტექნიკური მომსახურების ინტერვალები.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...