თხრის სიღრმე

5530 მმ

წონა

8578 კგ

ციცხვის მოცულობა

1.30 მ³

ძრავი

74.20 კვტ

  • ექსკავატორ-სატვირთველი JCB 4CX ECO ასევე იყენებს ტექნოლოგია JCB EcoRoad, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას და წარმადობას გზებზე მოძრაობის დროს.
     
  • დაპატენტებული ტექნოლოგიის  -  JCB TorqueLock-ს (ჰიდროტრანსფორმატორის ბლოკირება პირველად მსოფლიოში გამოიყენება ექსკავატორ-სატვირთველზე) წყალობით სისტემა EcoRoad ამცირებს საწვავის ხარჯებს 25 %-მდე, და ამავდროულად, უზურუნველყოფს სიჩქარის და სამუშაო ზონის გაზრდას 10 %-მდე. 
     
  • ასევე აღსსანიშნავია მანქანა JCB 4CX Eco-ს ჰიდრავლიკის სიჩქარის კონტროლი (HSC), რომელიც ავტომატურად თიშავს პირველ ჰიდრავლიკურ ტუმბოს მეოთხე სიჩქარის არჩევისას. ეს დამატებით უწყობს ხელს საწვავის ხარჯის შემცირებას. მთავარია ის, რომ მოცემული ექსკავატორ-სატვირთველის ოპტიმალური წარმადობის უზრუნველსაყოფად,  კომპანია JCB-მ სპეციალურად შეიმუშავა Dieselmax-ის ძრავით აღჭურვილი ძალური დანადგარი. 
     
  • მოდელი JCB 4CX უდაოდ იმსახურებს საკუთარ თავსართ "Eco"-ს.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...