ტვირთის მოცულობა

5550 კგ

წონა

17880 კგ

ციცხვის მოცულობა

3.10 მ³

Ძრავის ძალა

165 კვტ

  • რბილი სვლის რეჟიმის წყალობით, 455 ZX სატვირთველის სარქვლის ბლოკი უზრუნველყოფს ისრის დაშვებას სიმძიმის ძალის ზემოქმედებით (და არა ჰიდრავლიკურად), რაც ამცირებს საწვავის მოხმარებას.
     
  • მუხრუჭები ბრუნავს იმავე სიჩქარით, როგორც მანქანის ბორბლები, რაც ამცირებს წინაღობას და გახურების ხარისხს, და ხელს უწყობს საწვავის ეკონომიურ მოხმარებას.
     
  • ჰიდრავლიკური ამძრავის მქონე გამაგრილებელი ვენტილატორი რეაგირებს გარემოს ტემპერატურაზე და არეგულირებს ბორბლებიანი ფრონტალური სატვირთველის ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარეს გაგრილების ოპტიმიზაციისა და საწვავის მოხმარების შესამცირებლად. გარდა ამისა, მოცემული ფუნქცია ამცირებს ხმაურის დონეს.
     
  • კომპანია JCB-ის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ცვლადი სამუშაო მოცულობის ტუმბოებში განხორციელდა,  სიმძლავრით უზრუნველყოფს დატვირთვის მიმართ  მგრძნობიერ სარქველების ბლოკს, რომელიც მოიხმარს სიმძლავრეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში - სატვირთველის ზუსტი და ეფექტური მართვისთვის.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...