კომპანია JCB-ის წარმოების და აწყობის უახლესი პროცესები უზრუნველყოფს კომპონენტების უმაღლეს სიზუსტეს და ხარისხს;
ელექტროსისტემა დაცულია ტენიანობისა და მტვრისგან IP69 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად;
სატვირთველი 422ZX აღჭურვილია გამოცდილი და საიმედო ZF-ს ხიდებით;
JCB-ის მტკიცე, ცენტრალურ შარნირში გამოყენებულია ორმაგი კონუსური გორგოლაჭოვანი საკისრები, ასევე გამყარებული შტიფტი და რგოლი. ჰიდრავლიკური ცილინდრებისა და საჭით მართვით სისტემის შლანგების დაზიანებისგან დასაცავად, ისინი განლაგებულია უსაფრთხო ცენტრალურ შარნირზე მაღლა;
JCB 422ZX ფრონტალური სატვირთველების ელექტროგაყვანილობა დაცულია IP69-ის მოთხოვნების შესაბამისად.
JCB-ის ისტორია
JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.
ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი
ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.
750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი
2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.
Your request has been sent successfully, we will call back soon.დაფიქსირდა შეცდომა, მოგვიანებით სცადეთგთხოვთ მოგვწეროთ ტელეფონის ნომერი და ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.