თხრის სიღრმე

3080 მმ

წონა

3238 კგ

ციცხვის მოცულობა

0.31 მ³

ძრავი

36.60 კვტ

  • ექსკავატორ-სატვირთველი  JCB 1CX იოლად ტრიალდება  360°-ით საკუთარი ღერძის გარშემო. კომპაქტურ ზომებთან ერთად, თქვენ იძენთ მანქანას, რომელიც იდეალურია შეზღუდულ პირობებში მუშაობისთვის. 
     
  • 1CX აღჭურვილია სწრაფი შეცვლის უნიკალური სისტემით Quickhitch, რომელიც უზრუნველყოფს ასაკიდი აღჭურვილობის შეცვლას მინიმალური ძალისხმევის გამოყენებით. თუ თქვენ უკვე ფლობთ მინი-სატვირთველს, სისტემა საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ უკვე არსებული აღჭურვილობა  1 CX-თვისაც. გაცდენების მინიმუმამდე დაყვანა მნიშვნელოვანი ელემენტია შემოსავლის გაზრდისთვის.
     
  • შესაბამისად,  1CX-ს მომსახურება და ექსპლუატაცია იოლია. 500 მოტო/სთ-მდე გაზრდილი  მომსახურების ინტერვალები, იოლი წვდომა ყველა მნიშვნელოვან კვანძამდე მიწის დონიდან, და საიმედო კომპონენტები მაქსიმალური წარმადობის მიღწევის საშუალებას იძლევა. 
     
  • ობიექტებს შორის გადაადგილებისთვის არ არის საჭირო დაბალპლატფორმიანი ნახევარმისაბმელის ან სხვა გაბარიტული ტექნიკის გამოყენება. მანქანის სიგანე მხოლოდ  1.56 მ-ია, საექსპლუატაციო მასა კი სულ რაღაც 3.15 ტ. სიმძიმის დაბალი ცენტრი ზრდის კონსტრუქციის მდგრადობას და სამუშაოს უსაფრთხოებას.

image
image

JCB-ის ისტორია

JCB-ის ისტორია ინოვაციის, მიზნისაკენ მუდმივი სწრაფვის, და თავდაუზოგავი შრომის შესახებ გვიყვება. თავის საქმიანობა კომპანიამ 1945 წელს სასოფლო-სამეურნეო დარგისთვის გამოსადეგი ყირავდებადძარიანი თვითსაცლელი მისაბმელების წარმოებით დაიწყო, ხოლო დღეს იგი გლობალური ლიდერია სამშენებლო ტექნიკის წარმოების სფეროში. JCB მუდმივად აფართოებს შესაძლებლის საზღვრებს, რაც ეფუძნება ჩვენ დაუოკებელ სურვილს - ვიყოთ საუკეთესონი.

image

ლორდ ბამფორდი - ხელმძღვანელი

ჩვენი კომპანია მამაჩემმა - ჯოზეფ სირილ ბამფორდმა დააფუძნა. მისი საყვარელი ლოზუნგი იყო „არასოდეს დაკმაყოფილდე”; და ეს ნამდვილად ასეა – ჩვენ არასოდეს არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისიც კი გაოცდებოდა იმით, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. დღესდღეობით, ჩვენ კომპანიას ოთხ კონტინენტზე განლაგებული 22 ქარხანა, და მთელი მსოფლიოს მასშტაბით - 750-ზე მეტი დილერი გააჩნია.

image

750-ე ექსკავატორ-დამტვირთველი

2020 წლის მარტში JCB-მ თავისი 750000-ე ექსკავატორ-დამტვირთველის წარმოება აღნიშნა. მრავალი ახალი, ინოვაციური ფუნქციით, გამოყენების სიმარტივის, კომფორტისა და ეფექტურობის თვალსაზრისით, ექსკავატორ-დამტვირთველმა დარგის სრულიად ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბა. განსაცვიფრებელი ახალი დიზაინის და მრავალი ახალი ფუნქციის წყალობით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ექსკავატორ-დამტვირთველი კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

სერვისზე რეზერვაცია

ფილიალები

0322994455

phone number
Loading...